Posts

თუშეთი

Image
თუშეთი საქართველოს ულამაზესი კუთხე - თუშეთი, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. მისი ფართობი 896 კვადრატული კილომეტრია.  იგი  ზღვის დონიდან 1650-4493 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს; სოფლები კი 1900 მეტრიდან 2400 მეტრამდეა განლაგებული. თუშეთს აღმოსავლეთიდან დაღესტანი, ჩრდილოეთიდან ჩეჩნეთი, დასავლეთით ხევსურეთი, სამხრეთით კი კახეთი ესაზღვრება. თუშეთი ოთხ ძირითად თემად იყოფა. პირიქითა, გომეწრის, წოვათას თემი და  ჩაღმის თემი. თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრი – ომალო ჩაღმის თემს მიეკუთვნება. თუშეთში მიმავალი სამანქანო გზა კახეთიდან, სოფელ ფშაველიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალი სამანქანო გადასასვლელის – აბანოს უღელტეხილის (2926მ.) გავლით ომალოში ჩადის. აბანოს უღელტეხილი წლის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე თვე ფუნქციონირებს და ამ დროის მანძილზეც გამუდმებით იწმინდება მეწყერებისა და კლდეთა ნაშალისაგან. თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ორხიდიანი, მაღალი გამავლობის  ტრანსპორტით არის შესაძლებელი.  თუშეთის ჰავა კონტინენტურია. ...

თბილისის ბოტანიკური ბაღი

Image
თბილისის ბოტანიკური ბაღი თბილისის ბოტანიკური ბაღი, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის ხეობაში მდებარეობს. მისი ფართობია 128 000 ჰექტარი. ეს სახელი მას 1845 წელს გრაფ ვორონცოვის ბრაძანებით ეწოდა, მანამდე კი სამეფო ბაღად მოიხსენიებდნენ. ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოს, ნარიყალას ძირასაა. ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართვლოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. აქ ბევრია წითელ წიგნში შეტანილი მცენარეებიც. წელს მოხდა ბაღის რესტავრაცია. გაკეთდა ბილიკები, ბაღი დასუფთავდა, დაიდგა საბავშვო გასართობი ატრაქციონები. მართალია, რესტავრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ბაღს უკვე მრავალი დამთვალიერებელი ჰყავს.

ბატეთის ბუნებრივი ტბა

Image
ბატეთის ბუნებრივი ტბა მდ. ძამას ხეობაში, ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან დაახლოებით 23 კმ–ის მანძილზე მდებარეობს. იგი ზღვის დონიდან 1313 მეტრზე მდებარეობს. ზედაპირის ფართობი – 2,65 ჰა, ხოლო სიღრმე დაახლოებით 10-12 მ. ტბა მეწყერული წარმოშობისაა